სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მაკა ხარაზიშვილი
    31.05.2011

    საქართველოს საფონდო ინდექსი ისევ სადემონსტრაციო ობიექტად რჩება. ჯერჯერობით აღნიშნულმა ინდექსმა სხვა ფუნქცია ვერ შეიძინა. ფაქტობრივად, საფონდო ინდექსი პრესტიჟის საჩვენებლად და ინვესტორებისთვის ანკესის გადასაგდებად შეიქმნა. წინააღმდეგ შემთხვევეში ყველამ კარდაგ იცოდა, რომ ცოცხალ-მკვდარი საფონდო ბირჟის პირობებში მას სხვა დატვირთვა არ ექნებოდა. საფონდო ბირჟის განვითარების პერსპექტივები კი საქართველოში ჯერ არ ჩანს. ექსპერტების განცხადებით, საამისოდ არც ხელისუფლების სურვილია და არც ბიზნესაქტივობაა საკმარისი.

    მარი ჩიტაია
    31.05.2011

    ზაფხულის მოახლოებასთან ერთად თბილისურ ფიტნეს-კლუბებში მომხმარებელი გააქტიურდა. კლიენტურის ზრდა თითქმის ყველა კომპლექსში შეიმჩნევა. კომპანიები ცდილობენ, სხვადასხვა წამახალისებელი აქციით მომხმარებლის ყურადღება მიიზიდონ და გარკვეულ შეღავათებსაც აწესებენ.

    მაკა ხარაზიშვილი
    28.05.2011

    საწვავის გაიაფება გადაიდო. მიუხედავად იმისა, რომ ბენზინისა და დიზელის საერთაშორისო ფასი 10-12%-ით დაეცა, ქართულმა ნავთობკომპანიებმა საწვავი მხოლოდ 2%-ით გააიაფეს. ამასთანავე, რამდენიმე დღის წინათ ნაწილი მენავთობეების მხრიდან გაკეთდა განცხადებები, რომ ერთ კვირიან ინტერვალში საწვავი კიდევ 5 თეთრით გაიაფდებოდა. ამჯერად კი, ისინი "რეზონანსთან" საუბარში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე, ნავთობპროდუქტების გაიაფება აღარ იგეგმება.

    მარი ჩიტაია
    27.05.2011

    საქართველოს ხელისუფლების აგრესიული ქმედებები ინვესტორებისა და ტურისტებისთვის კიდევ ერთი ხელისშემშლელი ფაქტორია, რაც ქვეყანას მიმზიდველად ნამდვილად ვერ წარმოაჩენს. არ არის გამორიცხული, პოლიტიკური რისკების გამო, პირველ რიგში, სწორედ საინვესტიციო გარემო და ტურისტული ინფრასტრუქტურა დაზარალდეს. ექსპერტთა აზრით, მაშინ, როდესაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში საქართველოს საინვესტიციო კლიმატის პრეზენტაცია იმართება, ხელისუფლება მშვიდობიან მომიტინგეებს არბევს და ამ უკანონო ქმედებას უდანაშაულო ადამიანები ეწირებიან. ამის შემდეგ უცხოელი ტურისტების წინაშე თავის მოწონება და საკუთარი ქვეყნის წარმოჩენაზე საუბარი მთავრობისთვის, ცოტა არ იყოს, უხერხულიცაა.

    მარი ჩიტაია
    24.05.2011

    დედაქალაქში უცხოური ბრენდები მომრავლდა. ის, რომ ცხოვრება ჭირს და თბილისის მოსახლეობის უმრავლესობა ყოფითი პრობლემების მოგვარებას ძლივს ახერხებს, სავაჭრო სფეროში ნაკლებად ჩანს. ტანსაცმლის, პარფიუმერიისა და ტექნიკის მაღაზიებში მომხმარებლის დეფიციტს დიდად არ განიცდიან. სხვადასხვა სახის წამახალისებელი აქცია და ფასდაკლებები ვაჭრობის ზოგიერთ სექტორში მომხმარებლის გააქტიურებას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს. ის დრო, როდესაც ჩავარდნილი გაყიდვის გამო, რამდენიმე უცხოურმა ბრენდმა გუდა-ნაბადი აიკრა და საქართველოს გაეცალა, თითქოს წარსულში დარჩა.

    ელზა წიკლაური
    17.05.2011

    სააკაშვილმა ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის შესაბამის უწყებებს სპეციალური დავალებები უკვე მისცა და იმედი გამოთქვა, რომ წლევანდელი სეზონი ტურისტების მოზიდვის მხრივ წარმატებული იქნება. არადა, იმ ფონზე, როდესაც უკვე ცნობილია, რომ საქართველოს შავი ზღვისპირეთში მოქმედი სასტუმროები ზაფხულის სეზონზე ფასების გაზრდას აპირებენ, ტურისტულ კომპანიებში ტურისტების რაოდენობის მატებაზე საუბარს ცოტა არარეალურს უწოდებენ.

    მარი ჩიტაია
    17.05.2011

    ჯართის ბიზნესი საქართველოში ერთ-ერთ წარმატებულ საქმიანობად ითვლება. მასზე მოთხოვნა წლის ნებისმიერ დროს მაღალია. საფინანსო კრიზისთან და ომთან დაკავშირებული პრობლემები ამ სფეროში შედარებით მარტივად და მალე მოგვარდა. როგორც ამ ბიზნესის წარმომადგენლები ამბობენ, ჯართის ექსპორტზე გატანა და ადგილობრივ ბაზარზეც გაყიდვა მომგებიანია. თუ არ ჩავთვლით ექსპორტზე დაწესებულ მაღალ ტარიფს, რაც ექსპორტიორების უკმაყოფილებას იწვევს, პრობლემები ამ ბიზნესში არ შეიმჩნევა.

    მაკა ხარაზიშვილი
    12.05.2011

      კომპანია "ნიკორა" კონკურენტ კომპანიებს საკადრო ბაზის შექმნას სთავაზობს. ბაზაში განთავსებული იქნება სამუშაოს მაძიებლების შესახებ ინფორმაცია, უფრო სწორად წინა დამსაქმებლის როგორც უარყოფითი, ისე დადებითი რეკომენდაცია. ამ ინიციატივამ საზოგადოების ნაწილი დააბნია. მაგალითად, მძაფრი კონკურენციის პირობებში რატომ შეიძლება კონკურენტ კომპანიებს ერთმანეთის მიმართ სოლიდარული პსუხისმგებლობის გრძნობა გაუჩნდეთ? გარდა ამისა, ხომ შეიძლება, რომ სწორედ იმისთვის, რათა კონკურენტ კომპანიაში კვალიფიციური კადრი არ მივიდეს, წინა დამსაქმებელმა სამსახური მაძიებელზე ბაზაში ცუდი რეკომენდაცია განათავსოს?

    მაკა ხარაზიშვილი
    10.05.2011

    მთავრობამ მემორანდუმის ძალით კიდევ ერთი მილიარდი "დაიბევა", ამჯერად კორეადან. ასევე უცვლელია საინვესტიციო მიმართულებები - ტურიზმი, ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკა. თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ მთავრობას მემორანდუმები არც ისე კარგად აქვს დაცდილი, ვინაიდან ხელშეკრულების გაფორმებამდე ინვესტორები უჩინარდებიან.

    მაკა ხარაზიშვილი
    10.05.2011

    საქართველოს მსუბუქ მრეწველობაში რეცესია გრძელდება. მთლიანად განადგურებულია მაუდის წარმოება, ფაქტობირივად აღარ არსებობს ქართული საფეიქრო წარმოება, ტყავის წარმოება, რომელიც დიდი რესურსიდან გამომდინარე, საქართველოში ყვაოდა. სპეციალისტების განცხადებით, ჯერ კიდევ 1992 წლამდე სამრეწველო დარგებიდან ბიუჯეტში შენატანების 40-50% მსუბუქ მრეწველობაზე მოდიოდა. ამ სეგმენტში ათეულობით ათასი ადამიანი იყო დასაქმებული. დღევანდელი რეალობა ასეთია, საქართველოდან გაედინება ნედლეული, ხოლო უკან დაბალი ხარისხის, ჯანმრთელობისთვის მავნე პროდუქტი ბრუნდება. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ მრეწველობის განვითარებაზე მთავრობა მხოლოდ ვირტუალურად ზრუნავს, რეალურად კი ამ დარგისთვის არაფერი კეთდება.

    მაკა ხარაზიშვილი
    05.05.2011

      საქართველოში ბიზნესმენები მთავრობის წინაშე აღებულ ვალდებულებებს დღემდე ვერ ასრულებენ. საპარლამენტო უმრავლესობაში მიაჩნიათ, რომ თუკი ბიზნესმენი პირობას ვერ ასრულებს, მას სახელმწიფოსგან შეძენილი ქონება უნდა ჩამოერთვას. ამ განცხადების ადრესატი კახა კალაძის "არსენალ სითია", სხვა კომპანიების მიმართ, რომლებსაც საპრივატიზაციო ვალდებულებები უკვე რამდენიმე წელია უგულებელყოფილი აქვთ, ხელისუფლების წარმომადგენლებს პრეტენზია არ გამოუთქვამთ. ამჯერად მრავალმილიონიან პროექტზე, "არსენალ სითიზე" შეუთანხმებლობის მთავარი მიზეზი კალაძის ბიზნესპარტნიორი ზურაბ ნოღაიდელია, თუმცა ეკონომიკის სამინისტროში ამ მოტივს გამორიცხავენ.

    მარი ჩიტაია
    04.05.2011

    კომერციულ და საოფისე ფართებზე მოთხოვნა უკანასკნელ პერიოდში 10-12 პროცენტით გაიზარდა. უძრავი ქონების სააგენტოებში განმარტავენ, რომ ზრდა, ძირითადად, ა და ბ კატეგორიის ბიზნესკლასზე აისახება და წვრილ და საშუალო ბიზნესსექტორზე ნაკლებად ვრცელდება. განსაკუთრებით დიდია მოთხოვნა თბილისის ცენტრალურ უბნებსა და დიღმის ტრასაზე. ამ მონაკვეთით ყველაზე მეტად სავაჭრო სექტორია დაინტერესებული.


    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter