რეზონანსი
12.07.2020

ვხედავ, რომ გარკვეულ ძალებს ოპოზიციაში დარჩენა უნდათ - ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მეუფემ ხელსიუფლებასა და ეკლესიას შორის ურთიერთობაზეს ისაუბრა და განაცხადა, რომ როდესაც რომელიმე პოლიტიკურ ძალას ხელისუფლებასში მოსვლა უნდა, ის ეკლესიას არ უნდა დაუპირისპირდეს და წინ უნდა იხედებოდეს.

„არჩევნები უნდა ხდებოდეს ცივილიზებულ, ნორმალურ საზოგადოებაში და ნორმალური ხალხის არჩევა უნდა გვინოდეს. როცა გამოდიან და მარტო იმიტომ ვარ კარგი, რომ იმაზე ცუდს ვამბობ, ბევრი მაქვს ნანახი და ასეთ რაღაცებს არ ვუსმენ. პირიქით, გულსატკენია. ბევრს შანსი არ აქვს მოსვლის, რასაც ვუყურებ, ვხედავ, რომ გარკვეულ ძალებს ოპოზიციაში დარჩენა უნდათ და ეგ არის, სხვა არაფერი.

ვთქვათ, საკონსტიტუციო უმრავლესობით კიდევ სხვა ძალა არ მოვა. რაც ჩანს, მასე ჩანს, რადგან ხალხთან ურთიერთობა მაქვს. შეიძლება, შეიკრიბო, ბევრი ადამიანი დასხდნენ ერთად, მაგრამ ალბათ როდესაც მოსვლა გინდა, ცოტა წინაც უნდა იყურებოდე და ეკლესიის წინააღმდეგ რაღაც შეცდომები არ უნდა დაუშვა არც მანამდე, თუ იყავი იყავი ხელისუფლებაში და არც ახლა“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
ჭორლეონე   (12.07.2020)
იდი ნახუი შე თესლო


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×