რეზონანსი
03.07.2020

ცისია პაკელიანი 2 წლის წინ ამერიკის მოქალაქეზე გათხოვდა. ცოლ-ქმარი საქართველოში ცხოვრობდა, შვილიც აქ შეეძინათ. მია ახლა 1 წლისაა. ცოლ-ქმარს ურთიერთობაში პრობლემა შეექმნა და როგორც ცისია ყვება, მეუღლემ ბავშვი წაართვა.

მია საქართველოში დაიბადა. ბავშვი რამდენიმე თვის იყო, როცა ჩემსა და მეუღლეს შორის პრობლემები დაიწყო. მოტყუებით წამომიყვანა ამერიკაში. მითხრა, რომ თავის ქვეყანაში თავს გაცილებით უკეთ იგრძნობდა და პრობლემებიც თავსთავად მოგვარდებოდა. აღმოჩნდა, რომ ყველაფერი წინასწარ ჰქონია დაგეგმილი. ის არკანზასის შტატში ცხოვრობს და ამ შტატის კანონის მიხედვით, თუ ბავშვი 6 თვე აქ ცხოვრობს, სახელმწიფო უკვე ვალდებულებას იღებს მასზე და თავისი მფარველობის ქვეშ ჰყავს. იცოდა რა ეს ჩემმა მეუღლემ, უკან დასაბრუნებელი ბილეთები სწორედ 6 თვის შემდეგ ამაღებინა. აქ ჩამოგვიყვანა, მე საბუთები არ გამიკეთა, ახლა ვხვდები, იმიტომ, რომ მე უკან დავბრუნდე, ბავშვი კი აქ დარჩეს.

აქ ჩამოსვლიდან 6 თვის შემდეგ, ბავშვზე რომ უკვე შტატს შეუძლია ჰქონდეს პრეტენზია, გადაწყვიტა, რომ განქორწინებაზე საბუთები შეეტანა. სარჩელში აღნიშნა, რომ თურმე მე ვავიწროებდი. როგორ უნდა შემევიწროებინა, არ ვიცი, მაგრამ სასამართლოზე მოუწევს ამის დამტკიცება. ბავშვი წამართვა და არ მაძლევს შვილთან ურთიერთობის საშუალებას. დღეს მაჩვენა მხოლოდ 1 საათით ბავშვი. ძალიან განვიცდი, საშინელ დღეში ვარ, განადგურებული და ისიც არ ვიცი, რა გზას დავადგე, რომ ჩემი ერთადერთი მარგალიტი დავიბრუნო", - ამბობს ცისია პაკელიანი.

სრულად იხილეთ: პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
muxa   (04.07.2020)
dges 22 saatze, mracmindas ukure, amerikis drochis ferebchi

ციცო   (04.07.2020)
ხალხნო! გაკიცხვის მაგივრად, ხომ შეიძლდბა მიუთითოდ როგორ იპოვოს გამოსავალი ამ მდგომარეობიდან. როგორ დაიბრუნოს თავისი პირმშო. თუ ვინმეს შსგიძლიათ დაეხმარეთ. აპოვნინეთ სამართალი.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×