რეზონანსი
04.04.2020

რუსეთში, მოსკოვის მახლობლად ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 4 კი დაშავდა.

მედიის ცნობით, აფეთქება სავარაუდოდ გაზის გამათბობელმა გამოიწვია. მათივე ცნობით, დაშავებულთა რიცხვი შეიძლება გაიზარდოს.

კორპუსიდან უკვე გამოიყვანეს მოსახლეობა და ადგილზე სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×