სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    19.10.2019

      „ესკალაციის საფრთხე დღესდღეობით არანაირად არ არსებობს, ატოცში შექმნილი ვითარება კონტროლს ექვემდებარება", - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა.

    მისივე თქმით, ისევ გრძელდება ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი.

    "ვიცით, რომ ამ ქმედებას რუსულ-ოსური მხარე ისევ და ისევ აგრძელებს. ეს რა თქმა უნდა, რთულია ადგილობრივი მოსახლეობისთვის. ერთი თვის წინ დააყენეს რკინის ბოძები, დღეს მოვიდნენ და რკინის ცხაურები, ე.წ. "სეტკა" მიიტანეს ე.წ. ადმინისტრაციულ ხაზზე. იქ რაღაც განსაკუთრებული არ ხდება, კონტროლს ექვემდებარება ჩვეულებრივად, უბრალოდ, ეს ხალხის არშეშვება, ჟურნალისტების, ისევ მათი უსაფრთხოების თემიდან გამომდინარეა. გუშინ და გუშინწინ იყო განცხადებები, თითქოსდა ჩვენი სპეცდანიშნულების ჯგუფები გადადიოდნენ, ზვერავდნენ. რა თქმა უნდა, ეს აბსურდი იყო, არანაირი ჩვენი სადაზვერვო და სპეცდანიშნულების ჯგუფები გადასვლას არ ცდილობდნენ. ვიცით, რომ მათ პირიქით დაარღვიეს და გადმოვიდნენ ჩვენ მხარეს რამდენიმე ხნის წინ. დღევანდელ ქმედებაზე, ცხაურების გაკვრის შესახებ რკინის ბოძებზე, უსაფრთხოების სამსახურმა ჩააყენა ცხელი ხაზი საქმის კურსში, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ყველა უწყება, ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია, რომ მათ ისევ გააგრძელეს ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი", - განაცხადა გომელაურმა.

    კითხვაზე, ესკალაციის საფრთხე ხომ არ არსებობს, მინისტრმა ასე უპასუხა: „ესკალაციის საფრთხე დღესდღეობით არანაირად არ არსებობს, ვაკონტროლებთ სრულად".

    წყარო: ინტერპრესნიუსი

     

     

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
    ჩაწერა სახელი
    ИНЦИТАТУС   (19.10.2019)
    Б-но Гомелаури! рас нишнавс "контролс еквемдебареба"? Магас вер агвихснит, имитом ром титон ар ицит, тан фикробт ром могваткует. Арц мтлад исеа сакме тквен ром гечвенебат.Тквен фехебзе гкидиат ег ситуациа, холо чвен (халхс) ара. Схвата шорис маг фехебзе дакидебаши дзалиан карг гасамррджелос игебт плюс аткатеби. Асеа ес

    ბუდღუ   (19.10.2019)
    ვაი შენს პატრონს შე ერთუჯრედიანო სირო ნეტა რა კონტროლს აზორციელებთ სირებო


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×