სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    25.06.2019

     (რეზონანს) რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ინციდენტი მოხდა. აქციის მონაწილეებმა სცენაზე გამომსვლელ ლეიბორისტული პარტიის ლიდერს შალვა ნათელაშვილს ბოთლი ესროლეს.

    როგორც ჟურნალისტებს ნათელაშვილმა განუცხადა, ეს პროვოკატორები იყვნენ. მან ასევე პირობა დადო, რომ ის პოლიტიკოსები, ვინც ნიკა მელიასთვის დეპუტატის მანდატის შეჩერებას მხარს დაუჭერს, პოლიტიკაში ვერასოდეს გაჩერდებიან.

    პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია გრძელდება. აქტივისტები, აქციის ორგანიზატორები და პოლიტიკოსები მომიტინგეებს მიმართავენ. მათი მთავარი მოთხოვნები უცვლელია - შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომა და 20-21 ივნისის მოვლენებისას დაკავებულების გათავისუფლება.

    რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან საპროტესტო გამოსვლები 6-ე დღეა იმართება. ადგილზე მობილიზებული არიან საპატრულო პოლიციის თანამშრომლები.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
    ჩაწერა სახელი
    მმ   (26.06.2019)
    ეს ქალი დააბით, რა დღეშია, ლინდაა თუ მიშა, ყველგან ეგ არის, შევწუხდით

    ლინდა   (26.06.2019)
    შალვა გული არ დაგწყდეს! მიტინგზე ბევრი ქოცია შეგზავნილი, ორგროშიანი უზნეო გარყვნილი ადამიანები, რომლებიც ყველანაირ პროვოკაციაზე მიდიან! სატანის ბრძანება გაცემულია, სამშობლოს პატრიოტების წინააღმდეგ! მაგრამ მაგ ხლართებში ეს გათახსირებული ქოცლიდერების თამადობით, თვითონ გაეხვევიან! კრულ იყვეს ყველა მოღალატის სახელი!!!


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved