სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    17.06.2019

     (რეზონანსი) კაიროში, სასამართლოს მსვლელობისას ეგვიპტის ყოფილი პრეზიდენტი მუჰამედ მურსი გარდაიცვალა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სასამართლო სხდომა ჯაშუშობის საქმეს განიხილავდა, რომელშიც მურსი მთავარი ბრალდებული იყო.

    ექსპრეზიდენტმა სხდომაზე სიტყვა ითხოვა, თუმცა მოულოდნელად გარდაიცვალა.

    მუჰამედ მურსი 67 წლის იყო. ის ეგვიპტის პრეზიდენტად 2012 წელს აირჩიეს. ის პირველი პრეზიდენტი გახდა ეგვიპტის რევოლუციის შემდეგ, რომლის დროსაც პრეზიდენტი ჰოსნი მუბარაქი გადადგა. მუჰამედ მურსი არჩევიდან ერთი წლის შემდეგ, თანამდებობიდან გადააყენეს სამხედრო გატარიალების შედეგად, რასაც თან ახლდა მასობრივი საპროტესტო აქციები. 2015 წელს სასამართლომ მას სიკვდილით დასჯა მიუსაჯა, მოგვიანებით კი სასჯელი სამუდამო პატიმრობით შეეცვალა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved