სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    17.06.2019

     (რეზონანსი) "საქართველოს საპატრიარქო და ლევან ვასაძე უნისონში მოქმედებენ. ეს არახალია, რადგან ჩვენ ხშირად გვიხილავს მათი ჰარმონიზებული მოქმედება. ცალსახაა, რომ რუსეთის იმპერიალისტურ მდგენელს ყველაზე უფრო წარმატებულად ტირაჟირებს ეს ორი სუბიექტი",- ასე ფიქრობს თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი.

    მისი განმარტებით, ლევან ვასაძე საპატრიარქოსთან შეთანხმებით მოქმედებს. მათ მთავარი მიზანი კი ქვეყანაში დესტაბილიზაციაა. როგორც გიორგი ტიგინაშვილი აცხადებს, ეს საქართველოში ვითარების დაძაბვა პირველ რიგში რუსეთის ინტერესშია. ვასაძე და საპატრიარქო კი სწორედ, ამ ინტერესების გამტარები არიან.

    „ამ პროცესებში ვხედავ შორს მიმავალ ქვე ზრახვებს - საზოგადოებრივ ჯანყს ვგულისხმობ და ესკალაციის ინსპირაციას. ეს ყველაფერი კი კრემლის ინტერესშია. რადგან, სწორედ რუსეთს სურს საქართველოში ერთგვარი გადატრიალება და რევოლუცია იმისთვის, რომ საკუთარი ესთაბლიშმენტი და მისი ქვეშევრდომი ძალა მოიყვანოს ხელისუფლებაში",- აცხადებს გიორგი ტიგინაშვილი.

    როგორც თეოლოგი განმარტავს, არსებობს კონკრეტული მაგალითები, რის საფუძველზეც ცალსახა ხდება, ლევან ვასაძისა და საპატრიარქო კონსპირაციული შეთანხმება მარტივად იშიფრება.

    "კონკრეტული მაგალითები ზედაპირზეა. როდესაც მოსაყდრე შიო არის უშუალოდ სულიერი მოძღვარი ბატონ ლევან ვასაძის. იმ ადამიანის რომელიც, აცხადებს რომ იგი ნაბიჯს არ დგამს მისი საკუთარი მოძღვრის ნებართვისა და ლოცვა-კურთხევის გარეშე. როდესაც საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი და მოსაყდრის ასისტენტი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ვასაძის კიკეთის სკოლის ადმინისტრაციის თანამშრომელია- ამით ხომ კარგად ჩანს, რომ რეალურად მათ აქვთ საერთო პოზიციები- კონსპირაციული შეთანხმემება", - აცხადებს თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი.

    მისივე განმარტებით, ამ პროცესში თავად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქიც არის ჩართული და ამას პატრიარქის უახლესი ქადაგებაც მეტყველებს.

    "გახსოვთ, პატრიარქის უახლესი ქადაგება, სადაც ამბობს, რომ ადამიანებმა უნდა იცხოვრონ მოკრძალებულად, შეინარჩუნონ სიწმინდე და ტრადიციები- მისი ამ ქადაგებით პატრიარქო სწორედ ამის უმთავრესი ილუსტრირებული მაგალითი ბრძანდება. როდესაც კათოლიკოს პატრიარქი ერთმნიშვნელოვნად რუსული ორიენტაციის და სლავური ორბიტის ფავორიტს შიო მუჯირს ნიშნავს მოსაყდრედ- ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ კათოლიკოს პატრიარქი არის თანამონაწილე იმ ჩრდილოვანი მოტივების, რომელიც პრაქტიკულად საქართველოს სახელმწიფოებრიობის, სუვერენიტეტის და ღირსების წინააღმდეგია. "- აცხადებს გიორგი ტიგინაშვილი.

    რაც შეეხება სახელმწიფოს როლს ამ პროცესში, თეოლოგი ფიქრობს, რომ ხელისუფლება ახლა მოთმინების რეჟიმშია, რადგან ცდილობს ისეთი გამოსავლის ძიებას, რომელიც სიტუაციის გამწვავებას არ გამოიწვევს.

    პრაიმტაიმი

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
    ჩაწერა სახელი
    ლინდა (ნამდვილი)   (17.06.2019)
    ვაიმე ვაიმე რა ვქნათ არ ვიცით ლინდიკო,ეგებ შენ ამოაფრქვიო შენი ბრძნული აზრები და გვეშველოს...მეტი არაა ჩემი მტერი

    ლინდა   (17.06.2019)
    ruseTis mexuTe kolona aqtiurad amoqmedda. mizani ყველასათვის ცნობილია. საპატრიარქოოს დღეს რუსეთუმები მარტავენ ან ფსბ-ს აგენტები, რომლებიც უხვადაა ამ ქვეყანაში. კიდევ ერთხელ ყველა გაიშიფრა, პრეზიდენტიდან და პატრიარქიდან დაწყებული. ვაი რა საცოდავები ვართ ამათ ხელში!


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×