რეზონანსი
18.04.2024

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბუნდესტაგში საქართველოს ელჩის ლევან იზორიას დაბარების შესახებ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

როგორც „ინტერპრესნიუსს" სამინისტროში განუცხადეს, ელჩი რეგულარულად მართავს შეხვედრებს გერმანულ მხარესთან, მათ შორის ბუნდესტაგში, ორმხრივი თანამშრომლობის სხვადასხვა თემებზე.

„გავრცელებული ინფორმაცია ელჩის დაბარების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება. ელჩი, კომპეტენციის ფარგლებში რეგულარულად მართავს შეხვედრებს გერმანულ მხარესთან, მათ შორის ბუნდესტაგში, ორმხრივი თანამშრომლობის სხვადასხვა თემებზე, დაინტერესების შემთხვევაში ასევე უზიარებს გერმანულ მხარეს ინფორმაციას მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე", - აცხადებენ საქართველოს საგარეო უწყებაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×