რეზონანსი
01.05.2024

„ხალხის ძალის" აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი მასა და ანა წითლიძეს შორის პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა.

მაჭარაშვილის თქმით, წითლიძე არის პირსისხლიანი რეჟიმის წარმომადგენელი და სანამ ეს რეჟიმი არ გასამართლდება, მანამდე ქვეყანაში მშვიდობა ვერ დაისადგურებს.

„ყველა კარგად ვხედავდით რას ითხოვდა - ითხოვდა რევოლუციას და ფიზიკურ დაპირისპირებას. ეს ხალხი მოწყურებულია ძალადობას, ისინი არიან პირსისხლიანი რეჟიმის წარმომადგენლები.

სწორედ ამიტომ ვამბობთ, რომ სანამ არ გასამართლდება ეს რეჟიმი და არ აიკრძალება ნაციონალური მოძრაობა, მანამდე სულ ვიქნებით ამ ძიძგილაობაში. სწორედ ამიტომ, ამას აუცილებლად გავაკეთებთ", - განაცხადა მაჭარაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×