რეზონანსი
01.05.2024

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები საერთო განცხადებას ავრცელებენ და 1 მაისს,17:00 საათიდან, მოუწოდებენ მოქალაქეებს შეიკრიბონ საქართველოს პარლამენტთან „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ დაგეგმილ საპროტესტო აქციაზე. განცხადების ტექსტი პარლამენტის უკანა შესასვლელთან დამოუკიდებელმა დეპუტატმა, თამარ კორძაიამ წაიკითხა.

ოპოზიციის საერთო განცხადებას უერთდებიან პოლიტიკური პარტიები: „ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“, „ახალი“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „დროა“, „გირჩი-მეტი თავისუფლება“.

პოლიტიკურმა პარტიებმა დაგმეს აქციის ძალადობრივი დაშლა, დემონსტრანტებზე, მათ შორის, პოლიტიკოსებზე ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტები.

„მიზანმიმართული შურისძიების და სასტიკი თავდასხმების მსხვერპლი გახდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეც ლევან ხაბეიშვილი. ის სპეცრაზმმა გაიტაცა და სცემეს ტელეკამერის წინ. მას აქვს ტვინის შერყევა, ცხვირის და სახის ძვლების მოტეხილობა. ეს ძალადობრივი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტზე არის კრიმინალური ქმედება და მასში ჩართული ყველა პირი უნდა დაისაჯოს", - ნათქვამია პოლიტიკური პარტიების საერთო განცხადებაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×