რეზონანსი
15.04.2024

პარლამენტთან, სადაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და აქტივისტების ორგანიზებით გამჭვირვალობის კანონის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს, პოლიციელს ბლაგვი საგნით ფიზიკური დაზიანება მიაყენეს.

დაშავებულ სამართალდამცველს დახმარება სასწრაფო დახმარების ექიმებმა აღმოუჩინეს.

მანამდე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, ვაჟა სირაძემ განაცხადა, რომ პარლამენტთან დააკავეს რამდენიმე ადამიანი, რომლებიც პოლიციას შეურაცხყოფას აყენებდნენ და საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდნენ.

„წინააღმდეგობას უწევდნენ პოლიციელებს. არ ემორჩილებიან კანონიერ მოთხოვნას. აქ დაახლოებით, 30 ადამიანია შემოსული პოლიციის წინ, რომლებიც ახდენენ პროვოკაციას შეგნებულად. იწვევენ პოლიციელებს, აგინებენ, წინააღმდეგობას უწევენ. მე მოვუწოდებ მათ, დაემორჩილონ კანონიერ მოთხოვნას და შეინარჩუნონ სიმშვიდე. აქცია ჩაატარონ მშვიდ ვითარებაში", - განაცხადა სირაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×