რეზონანსი
25.03.2024

ჩვენი ამოცანაა, სახალხო განხილვის ფარგლებში, ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის საკითხები საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახდეს, ეს არის იდეოლოგია, რომელიც მიზანმიმართულად ეწევა პროპაგანდას, რომ გენეტიკურად დაბადებული კაცი ან ქალი შეიძლება, სულაც არ იყოს ასე, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" წევრმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

ოხანაშვილის თქმით, აღნიშნული საკითხის განხილვისას საჭიროა საყოველთაო ჩართულობა.

„შესაბამისად, ერთი მხრივ, აქ ჩვენ მოგვიწია ამ საკითხის დაინიცირება საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის ინტერესების გათვალისწინებით და მეორე მხრივ, ეს არის ისეთი მნიშვნელობის საკითხი, სადაც საჭიროა საყოველთაო, სახალხო ჩართულობა და ამ საკითხის საბოლოოდ დაფიქსირება. ეს რეალურად გაგრძელებაა იმ საკითხის, რომელიც ჩვენ ჯერ კიდევ 2017 წელს კონსტიტუციურ რანგში ავიყვანეთ, რომ ქორწინება ეს არის ქალის და მამაკაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით. ჩვენ ვეკითხებით ჩვენ ხალხს აზრს, ჩვენ ვუსმენთ ჩვენს საზოგადოებას და გვინდა, რომ აბსოლუტური უმრავლესობა იყოს ერთსულოვანი არა ვინმეს უფლების შეზღუდვაზე, არამედ ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვნის დაცვის საკითხზე. ადამიანი არ მეგულება, თუკი ვინმე ობიექტურად აფასებს ამ საკითხს, არ იქნება მიკერძოებული, რომ არსებობდეს არგუმენტი, რა უდგას იმას წინ, რომ ოჯახური ღირებულებები და არასრულწლოვანთა ინტერესები იყოს დაცული", - განაცხადა ოხანაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×