რეზონანსი
25.03.2024

დღეს ევროპული უსაფრთხოება უნდა იყოს ნებისმიერი ევროპელი პოლიტიკოსის მთავარი პრიორიტეტი, რუსეთის აგრესიული პოლიტიკისა და ჩვენს წინაშე არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევების გათვალისწინებით. წელს 20 წელი სრულდება ევროკავშირის დიდი გაფართოებიდან, რომელმაც ევროპაში მშვიდობისა და სტაბილურობის სივრცე გაზარდა, - ამის შესახებ მაკა ბოჭორიშვილმა COSAC-ის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ დღეს ევროკავშირის და მისი გაფართოების პოლიტიკის ტრანსფორმაციის შესაძლებლობებს უფრო დიდი და მნიშვნელოვანი როლი აქვს.

„გაფართოება არის უმთავრესი სტრატეგიული, გეოპოლიტიკური საკითხი, რომელიც უკავშირდება ევროკავშირის მომავალს და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მისი წარმატებისთვის. დღეს საქართველო უკრაინასთან, მოლდოვასთან და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან ერთად, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში ჩვენ უდავოდ მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ ევროკავშირთან ასოცირების პროცესში.

საქართველომ დაადასტურა, რომ ევროკავშირის სანდო პარტნიორია და ევროკავშირის თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის არა მხოლოდ ბენეფიციარი, არამედ კონტრიბუტორიც არის. ამჟამად ვმუშაობთ ევროკავშირის მიერ განსაზღვრულ 9 ნაბიჯზე და ვცდილობთ, რომ გავაგრძელოთ პოზიტიური დინამიკა ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან თანხვედრის კუთხით, მიუხედავად უსაფრთხოების იმ გამოწვევებისა, რაც რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაციიდან გამომდინარე დგას ჩვენს წინაშე.

ინდივიდუალური მიდგომა აუცილებელია, მაგრამ ამასთანავე კანდიდატ ქვეყნებს უნდა მიეცეთ თანაბარი შესაძლებლობები. გაწევრიანების მოლაპარაკებები ყველა კანდიდატ ქვეყანასთან დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს. ჩვენ ყველას გვჭირდება ინტეგრაციის ეფექტიანი მექანიზმები, იმისათვის, რომ დავაჩქაროთ კანდიდატი ქვეყნების ეკონომიკური და პოლიტიკური ინტეგრაცია ევროკავშირში", - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

ბრიუსელში მყოფი საპარლამენტო დელეგაცია მაკა ბოჭორიშვილის ხელმძღვანელობით, ევროკავშირის ეროვნული პარლამენტების ევროპულ საქმეთა კომიტეტების კონფერენციაში (COSAC) იღებს მონაწილეობას.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×