რეზონანსი
24.03.2024

საქართველომ დაამტკიცა, რომ არის [ამერიკის] საიმედო პარტნიორი და ერთ-ერთი ყველაზე საიმედო მოკავშირე რეგიონში, - ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ საუბრისას განაცხადა.

„ამ წლების განმავლობაში იყო თანამშრომლობის ძალიან ბევრი წარმატებული მაგალითი, რეფორმები, პროგრამები, რომლებსაც ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთვის უჭერდა მხარს და, რა თქმა უნდა, ამისთვის ჩვენ გამოვხატავთ მადლიერებას", - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ პროგრესი სტრატეგიული ურთიერთობების განვითარებაში საშუალებას მისცემს მხარეებს მეტი გააკეთონ ორმხრივი ინტერესებისთვის.

„მით უმეტეს ახლა, როცა რეგიონში უსაფრთხოების გამოწვევები არის გაზრდილი, ხოლო საქართველოს აქვს კანდიდატის სტატუსი და ჩვენი როლი და ღირებულება, როგორც აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი დერეფნის, როგორც სატრანზიტო ქვეყნისა და ეკონომიკური ჰაბის, არის ძალიან მნიშვნელოვანი", - აღნიშნა თალაკვაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×