რეზონანსი
27.02.2024

ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე ბაია კვიციანმა და საბჭოს წევრებმა სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოსა და World Vision Georgia-ს წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამუშაო შეხვედრაზე ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს სამოქმედო გეგმის ინდიკატორებზე იმსჯელეს, კერძოდ, დეინსტიტუციონალიზაციის მონიტორინგის განხორციელების, ალტერნატიული ზრუნვის სისტემის ეფექტიანობის, პრევენციული და ოჯახის მხარდამჭერი პროგრამების ეფექტიანობის შემოწმების საკითხებზე.

„აღსანიშნავია, რომ ეს დოკუმენტი საბჭომ ჯერ კიდევ წინა ხელმძღვანელის, დავით სერგეენკოს დროს შეიმუშავა, თუმცა მასში არის გარკვეული საკითხები, რომლებიც დაზუსტებას საჭიროებს. დღეს ვიმსჯელეთ და გარკვეულ საკითხებზე შევჯერდით. გამოთქმული შენიშვნები აისახება დოკუმენტში, რომელსაც საბჭო უახლოეს მომავალში დაამტკიცებს", - განაცხადა ბაია კვიციანმა შეხვედრის შემდეგ.

სამუშაო შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრი, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×