რეზონანსი
27.01.2024

რუსეთ-საქართველოს ომი და სააკაშვილის მმართველობის პერიოდი უკვე შეფასდა საერთაშორისო სამართლებრივ პლატფორმებზე. ამ ძალის მიერ ჩადენილ ქმედებებზე რეაგირება უკვე ჩვენი ეროვნული ღირსების საკითხია, - ამის შესახებ „ხალხის ძალის" წევრმა, ანალიტიკოსმა თამთა მეგრელიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ნაცმოძრაობამ" პასუხი უნდა აგოს, როგორც ქართველი კაცის მწამებელმა და გამაუპატიურებელმა ძალამ.

„მე ვფიქრობ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით კონკრეტული ადამიანები გამოიკვეთებიან, როცა შეიქმნება (და ეჭვი არ მეპარება, რომ შეიქმნება) საგამოძიებო კომისია პარლამენტში და დაიკითხება ყველა ის პირი, რომელსაც შესაძლოა რაიმე კავშირი ჰქონდეს ამ საკითხთან და როგორც კი გამოიკვეთება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ნიშნები, მე ვფიქრობ, პროკურატურა ამ თემით დაინტერესდება.

„ნაციონალური მოძრაობა" უნდა გასამართლდეს, როგორც ქართველი კაცის მწამებელი და გამაუპატიურებელი ძალა. ასევე, მან პასუხი უნდა აგოს 2008 წლის ომამდე გაყიდული ომისთვის.

რუსეთ-საქართველოს ომი და სააკაშვილის მმართველობის პერიოდი უკვე შეფასდა საერთაშორისო სამართლებრივ პლატფორმებზე. ამ ძალის მიერ ჩადენილ ქმედებებზე რეაგირება ჩვენი ეროვნული ღირსების საკითხია. ჩვენს ქვეყანაში გვყავს ძალები, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ, მაგრამ ანტიქართულ ინტერესების გამტარები არიან, კონკრეტული ქვეყნების დაკვეთებს ასრულებენ. ძალიან რთულია, ამ ძალების პირისპირ შეინარჩუნო მშვიდობა, სტაბილურობა, გქონდეს ეკონომიკური წინსვლა, მოახდინო ევროინტეგრაცია. ამიტომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ „ნაციონალური მოძრაობა" გასამართლდეს," - განაცხადა თამთა მეგრელიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×