რეზონანსი
18.12.2023

ეკონომიკის მინისტრი, ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებას, ბოლო 10 წლის განმავლობაში, რუსეთისთვის არაფერი დაუთმია. ის პარლამენტში "ევროოპტიმისტების" ინიციატივითაა დაბარებული ჩინეთში ვიზიტთან დაკავშირებით.

დავითაშვილმა თქვა, რომ ოპოზიციის მხრიდან არახალია გარკვეული თემებით "სპეკულირება", მისივე აზრით, საზოგადოებას პასუხი ამომწურავად გასცა მას შემდეგ, რაც ფორუმიდან დაბრუნდა და პრესკონფერენცია გამართა.

მინისტრის განცხადებით, ბევრი ინფორმაცია საზოგადოებას არასწორად მიეწოდა, რათა მმართველი გუნდის დისკრედიტაცია მომხდარიყო.

"საქართველოს ხელისუფლებას ბოლო 10 წლის განმავლობაში, ჩვენ რუსეთისთვის არაფერი დაგვითმია, თუ რაღაც, თუ გვინდა, რომ თავისი სახელები დავარქვათ და მკაფიოდ ვისაუბროთ ოკუპაციაზე, მე გეუბნებით, რომ დიახ, რუსეთი ოკუპანტია, დიახ, რუსეთი მტერია, დიახ, რუსეთი დამნაშავეა და რუსეთის მიმართ ჩვენ არანაირ კომპრომისზე წამსვლელები არ ვართ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს ინტერესების საზიანოდ, პირიქით, ჩვენ გვაქვს დიალოგი, იმისთვის, რომ საქართველოს ინტერესებს ვემსახუროთ მაქსიმალურად", - თქვა დავითაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს ვიცე-პრემიერი, ლევან დავითაშვილი ჩინეთში ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტ პუტინთან ერთად ბანკეტს დაესწრო და რუსეთის პრეზიდენტის სიტყვის გამოსვლასაც მოუსმინა.  ინფორმაცია თავდაპირველად "ტაბულამ" გამოქვეყნებულ ვიდეოებზე დაყრდნობით გაავრცელა. საუბარია 18 ოქტომბერს გამართულ სარტყლისა და გზის ფორუმზე, სადაც საქართველოს ვიცე-პრემიერი და ელჩი, არჩილ კალანდია წარმოადგენდნენ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×