რეზონანსი
18.12.2023

ომის დაწყების შემდეგ პირველად, ღაზაში გაეროს მიერ გაგზავნილი ჰუმანიტარული დახმარება ისრაელიდან შევიდა. სატვირთოებმა სამხრეთ ისრაელში, ქერემ შალომის პუნქტი გაიარეს, - ამის შესახებ BBC წერს.

ადამიანები, რომელთა მოვალეობაც დახმარების მოქალაქეებამდე მიტანაა, აცხადებენ, რომ მარაგის განაწილება "სულ უფრო რთული ხდება", რადგან ადგილობრივები, მობილიზებულ ჯგუფებად, ცდილობენ, ტვირთი სხვაზე ადრე მიიღონ.

ვიდრე სატვირთოებს ისრაელი გაატარებდა, ტვირთის პალესტინელებამდე მიტანა ეგვიპტის გავლით სცადეს, თუმცა ეს ურთულესი აღმოჩნდა. სატვირთო ავტომობილებს, რომლებითაც, ქალაქი რაფაჰის გავლით, ღაზაში ჰუმანიტარული ტვირთი შეჰქონდათ, ასობით ადამიანი დახვდა. ისინი სასიცოცხლო მარაგების ხელში ჩაგდებას ცდილობდნენ. საერთაშორისო მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ ახტებიან ადგილობრივები დატვირთულ ავტომობილებს და ძირს ყრიან დახმარების შეფუთვებს.

"უმძიმესი", "კატასტროფული", "კოშმარული" - ეს იმ შეფასებათა მხოლოდ ნაწილია, რომლებითაც საერთაშორისო საზოგადოება ღაზის სექტორში არსებულ ჰუმანიტარულ კრიზისს აღწერს. მოსახლეობას სუფთა წყალზე, საკვებსა და პირველადი მოხმარების საშუალებებზე წვდომა არ აქვს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×