რეზონანსი
18.12.2023

 უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნისა და მისი ზოგიერთი თანამშრომლის ოფისებში მოსასმენი მოწყობილობები აღმოაჩინეს. აღნიშნულის შესახებ თავდაპირველად ინფორმაცია მედიამ გაავრცელა, რომელიც შემდეგ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმაც დაადასტურა.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ მოსასმენი მოწყობილობა იპოვეს არა ზალუჟნის კაბინეტში, არამედ ერთ-ერთ ოთახში, სადაც შესაძლებელი იყო, რომ მას ემუშავა.

როგორც უკრაინის უსაფრთხოების სამსახური იტყობინება, საქმეზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. მათივე ინფორმაციით, ნაპოვნი მოწყობილობა უმოქმედო იყო და ის ექსპერტებს უკვე გადაეცათ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×