რეზონანსი
30.11.2023

სალომე ზურაბიშვილს ვურჩევდი, ასე ღიად ნუ გაშიფრავს საკუთარ ალიანსს „ნაცმოძრაობასთან" და ასე ღიად ნუ ჩაერთვება „ნაცმოძრაობის" სპეკულაციურ კამპანიებში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

იგი საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა, რომ ქართველი ემიგრანტები მომავალ არჩევნებში მაქსიმალურად უნდა ჩაერთონ და ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა მათ ხმის მიცემა არ გაუჭირდეთ.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი აღნიშნულით პირდაპირ ჩაერთო „ნაციონალური მოძრაობის" სპეკულაციურ კამპანიაში.

„რაც შეეხება ემიგრანტებს, გახსნილი იქნება საარჩევნო უბნები საზღვარგარეთ და ემიგრანტებს, სურვილის შემთხვევაში, ხმის მიცემის შესაძლებლობა ექნებათ. ეს იქნება უზრუნველყოფილიყო საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ. სალომე ზურაბიშვილს ვურჩევდი, ასე ღიად ნუ გაშიფრავს საკუთარ ალიანსს „ნაცმოძრაობასთან" და ასე ღიად ნუ ჩაერთვება „ნაცმოძრაობის" სპეკულაციურ კამპანიებში", - განაცხადა კობახიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×