რეზონანსი
21.11.2023

„ქართული ოცნების" პარტიული კონფერენციები რეგიონებში დასრულებულია. ბოლო შეხვედრა საჩხერეში გაიმართა, სადაც ორგანიზაციის ხელმძღვანელი მუნიციპალიტეტის მერი, ლევან ივანაშვილი გახდა. აირჩიეს ადგილობრივი ორგანიზაციის ბიუროს წევრებიც. პარტიის ლიდერებმა შეხვედრა ჭიათურაშიც გამართეს, სადაც ქალაქის ორგანიზაციის თავმჯდომარედ მერი, გივი მოდებაძე, აირჩიეს. სულ პარტიული კონფერენციები მმართველმა გუნდმა 73 მუნიციპალიტეტში ჩაატარა. პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე "ქართული ოცნების" ყველა წევრს მადლობას უხდის გუნდური მუშაობისთვის. "ავირჩიეთ ახალი თავმჯდომარეები, ბიუროს წევრები და ყველა მათგანს წარმატებას ვუსურვებ. მინდა, ჩვენი პარტიის ყველა წევრს მადლობა გადავუხადო შრომისთვის. ჩვენ ამას ვერ შევძლებდით, რომ არა მათი ასეთი ჩართულობა," - აცხადებს მდინარაძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×