რეზონანსი
21.11.2023

ჩვენს პარტნიორებს მივაწოდეთ ინფორმაცია, თუ რა გვჭირდება ბრიტანული მხარისგან, როგორც მედეგობის, ასევე ჩვენი თავდაცვისუნარიანობის შემდგომი გაძლიერების თვალსაზრისით, - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაიამ განაცხადა, რომელიც ოფიციალური ვიზიტით ლონდონში იმყოფება. „ვისაუბრეთ და დავფარეთ ქართულ-ბრიტანული თანამშრომლობის პრაქტიკულად ყველა მიმართულება. განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროზე. ვისაუბრეთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების გარემოზე, საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარების პროცესზე და ჩვენს პარტნიორებს მივაწოდეთ ინფორმაცია, თუ რა გვჭირდება ბრიტანული მხარისგან, როგორც მედეგობის, ასევე ჩვენი თავდაცვისუნარიანობის შემდგომი გაძლიერების თვალსაზრისით. ქართულ-ბრიტანული თანამშრომლობა ვითარდება ძალიან ინტენსიურად. ამას ადასტურებს სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობა, განსაკუთრებით ეს ეხება უსაფრთხოების და თავდაცვის სფეროს. ამას განსაკუთრებით ადასტურებს ის მაღალი დონის ვიზიტები, რაც ხორციელდება. ამ ვიზიტის ამოცანაც არის ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავება და გაძლიერება", - განაცხადა ბერაიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×