რეზონანსი
15.11.2023

აბსურდის თეატრთან გვაქვს საქმე ისევე, როგორ ძალიან ხშირ შემთხვევაში, როდესაც ოპოზიციის მოსაზრებებსა და მათ შეხედულებებს ვიხილავთ ხოლმე. საქმე იმაშია, რომ ჩვენს ქვეყანაში რადიკალური ოპოზიცია ძალიან ხმამაღალ განცხადებებს აკეთებს და ამბობს, რომ ის აუცილებლად 2024 წელს დაამარცხებს „ქართულ ოცნებას“ და ქვეყნის ხელისუფლებაში მოვლენ. ისინი ასევე ხმამაღლა, მოურიდებლად ამბობენ იმას, რომ ჩვენ შეიძლება 5%-იანი ბარიერიც ვერ გადავლახოთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.

„მე მესმის, რომ ბოლო კვლევებმა, ბარიერის გადალახვის კუთხით, ორი პარტია გამოკვეთა, ეს არის „ქართული ოცნება“ 56%-იანი საზოგადოების ნდობით და ასევე არის „ნაციონალური მოძრაობა“, რომლის რეიტინგიც წლიდან წლამდე იკლებს, მაგრამ „გრობის“ ბოლო კვლევამ აჩვენა, რომ მას გააჩნია 20%. არიან კიდევ პატარა პარტიები, რომლებიც ვერ მიდიან საარჩევნო ბარიერთან. ყურადღება უნდა მივაქციოთ ორ ძალიან მნიშვნელოვან საკითხს. პირველი, ის სისტემა რომელიც 2024 წლის არჩევნებზე ამოქმედდება, ანუ სრულიად პროპორციული სისტემა, თავისთავად გულისხმობს გარკვეული დამცავი, სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანი მექანიზმების არსებობას, რომელიც იქნება პრევენციულად ძალიან კარგი იმ სისტემისთვის, რომელზეც ჩვენ გადავალთ. დღემდე ჩვენ ყოველთვის შერეული პროპორციულ-მაჟორიტარული სისტემა გვქონდა. იმისათვის, რომ ხელისუფლება ჩამოყალიბდეს მყარად, იმისათვის, რომ პარლამენტში მყოფ პარტიებს გააჩნდეთ იმ ხმების რაოდენობა და ლეგიტიმაცია, რომ მათ შეძლონ ხელისუფლების ჩამოყალიბება და არ იყოს მუდმივი კრიზისები, ეს არის ამის ძალიან კარგი დამცავი მექანიზმი“, - განმარტა მათიკაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×