რეზონანსი
29.09.2023

ბიუჯეტის პარამეტრების შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს მთავრობის სხდომის დაწყებამდე ისაუბრა. დოკუმენტის მიხედვით, მთავრობა მოელის, რომ 2024 წელს მშპ-ის რეალური ზრდა 5.2% იქნება და ეკონომიკის ზომა 85 მილიარდ ლარს გადააჭარბებს, ერთ მოსახლეზე მშპ კი 8,600 დოლარზე მეტი იქნება. პრემიერ-მინისტრის თქმით, წელს ნაერთი ბიუჯეტის ზომა მომდევნო წელს 27.8 მილიარდ ლარს მიაღწევს, შედარებისთვის 2023 წელს ნაერთი ბიუჯეტი 21.2 მილიარდი ლარია.

ღარიბაშვილის თქმით, 2024 წელს საჯარო მოხელეების ხელფასების ზრდა კვლავ გაგრძელდება.

„ბიუჯეტში გათვალისწინებულია ყველა საჯარო მოხელის ხელფასის ზრდა 10%-ით, ძალოვნებისთვის ჩვენ შარშან 20%-იანი ზრდა გავაკეთეთ და ჯამში ბოლო 2 წელში 40-45%-იანი ზრდა გამოგვივიდა ძალოვნებში, სხვა საჯარო მოხელეებს კი გაეზარდათ 30%-ით. ამ ბოლო ზრდის ჩათვლით", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, ხელფასი ასევე გაეზრდებათ, პირველადი ჯანდაცვის პერსონალს.

„სოციალური პროგრამების დაფინანსება შეადგენს 5,6 მლრდ ლარს. ჯანდაცვის პროგრამების დასაფინანსებლად გამოყოფილია 1,6 მლრდ ლარი, მათ შორის, გათვალისწინებულია, რა თქმა უნდა, პირველადი ჯანდაცვის პერსონალის ხელფასების 10%-ანი ზრდა", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×