რეზონანსი
15.09.2023

გარკვეული ძალები მოწოდებული არიან ევროინტეგრაციის გზაზე საქართველო დააზიანონ. მათ აქვთ მოკლე კონკრეტული პოლიტიკური დღის წესრიგი - ძალაუფლებაში „ნაციონალური მოძრაობისა" და მათი სატელიტების მოტრიალება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა „ქრონიკაში" ჩართვისას განაცხადა.

მისი თქმით, გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები და მათ შორის, არასამთავრობოთა ნაწილი, საუბრობს, რომ მათ სურთ ევროკავშირში და ქართველი ხალხი ამას იმსახურებს, თუმცა რეალურად მათი ყველა ქმედება მიმართულია იქითკენ, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღოს და ეს ქვეყანაში ხელისუფლების ცვლის ათვლის წერტილი გახდეს.

„რადიკალური ოპოზიცია და ამ ტიპის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც სხვადასხვა დროს მიტინგებსაც კი აწყობდნენ ხელისუფლების გადადგომისა და არასამთავრობოებზე მთავრობის გადაბარების მოთხოვნით, სწორედ ეს არის ის ძალები, რომლებიც სამწუხაროდ, მოწოდებული არიან, ევროინტეგრაციის გზაზე საქართველო დააზიანონ. მათ აქვთ მოკლე კონკრეტული პოლიტიკური დღის წესრიგი - ძალაუფლებაში „ნაციონალური მოძრაობისა" და მათი სატელიტების მოტრიალება. ამ მიზნის მისაღწევად ისინი სპეკულაციურად იყენებენ სტატუსთან დაკავშირებით ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების საკითხს და ზოგადად, მთლიანად ეს კონტექსტი ქვეყანაში პოლარიზაციის მთავარ საფუძვლად გახადეს", - ქადაგიშვილი.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა საქართველოს მიერ ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით საბოლოო შეფასება წარადგინეს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×