რეზონანსი
15.09.2023

ოპოზიციის ნაწილი პრეზიდენტთან ვაჭრობს იმასთან დაკავშირებით, რომ სააკაშვილს ამნისტიით თუ გაათავისუფლებს, საკითხს მხარს არ დაუჭერენ, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციას საკუთარ რიგებში ურთიერთნდობა არ აქვთ და ამიტომ, ამბობენ, რომ კენჭისყრის დღეს სხდომაზე არ შემოვლენ.

„ამის მიზეზია, რომ ერთმანეთს არ ენდობიან. „სტრატეგია აღმაშენებელი" და „ნაციონალური მოძრაობა" რამ გაყო? - ერთნი არიან. ოპოზიცია ძირითადად ჩამოკიდებულია გარე ფაქტორების სპეკულაციებით და მიმართული არ არის იმაზე, რომ შეხედოს, ქვეყანაში რა პროცესები მიმდინარეობს და რა არის საზოგადოების დაკვეთა. ადეკვატური არ არიან, ამიტომ, რაღაცის აგორების სურვილი აქვთ. შემდეგ ერთმანეთს ვერ უთანხმდებიან, ვინ აიღოს ინიციატივა, ვინ იქნება ლიდერი და ა.შ. ოპოზიციური ქაოსი სახეზეა. სამწუხაროა, რომ პრეზიდენტი ამ ქაოსის ნაწილი გახდა", - განაცხადა ქადაგიშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, ფრაქცია პარლამენტში დაგეგმილ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×