რეზონანსი
15.09.2023

ვინაიდან ფარულია კენჭისყრა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ტოვებს დარბაზს და მოვუწოდებთ ყველა ფრაქციას, დავტოვოთ „ქართული ოცნება" მარტო ამ თამაშში, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ბეჟაშვილმა საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურაზე საუბრისას განაცხადა.

„ყოველგვარი ინსინუაციები რომ გამოირიცხოს, მათ შორის ოპოზიციიდან, რადგან ჩვენ ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფებიდანაც გვესმის, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებმაც შეიძლება, მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა მოტივით ამ კენჭისყრაში და ასე შემდეგ და ვინაიდან ფარულია კენჭისყრა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ტოვებს დარბაზს, მოუწოდებს სხვა ოპოზიციურ პარტიებს, რადგან შესაძლოა, ეჭვები მათ მიმართაც არსებობდეს. ამიტომ, რომ გამოვრიცხოთ ყოველგვარი სპეკულაციები ამ თემაზე და მოვუწოდებთ ყველა ფრაქციას, დავტოვოთ „ქართული ოცნება" მარტო ამ თამაშში", - განაცხადა ბეჟაშვილმა.

პრეზიდენტის იმპიჩმენტზე ოპოზიცია ერთიან სამოქმედო გეგმაზე ვერ შეთანხმდა. სხდომათა დარბაზში „ნაციონალური მოძრაობა" არ შევა, ოპოზიციის ნაწილი კი კენჭისყრას დასწრება, თუმცა სალომე ზურაბიშვილის გადაყენებას მხარს არ უჭერს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×