რეზონანსი
10.09.2023

უსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თქმით, სომეხი პოლიტიკოსების განცხადებები, რომ მოსკოვმა ყარაბაღი აზერბაიჯანს "ჩააბარა" სიმართლეს არ შეესაბამება ლავროვის განცხადებით, უფრო არასწორი და არაკეთილსინდისიერი განცხადება ძნელი წარმოსადგენია. „ერთ-ერთმა ფიგურამ, ჩემი აზრით, პარლამენტის ხელმძღვანელმა, საკუთარ თავს უფლება მისცა გამოსულიყო იმ გაგებით, რომ რუსეთმა ყარაბაღი აზერბაიჯანს გადასცა. უფრო არასწორი და არაკეთილსინდისიერი განცხადება ძნელი წარმოსადგენია. მან მიუთითა, რომ რუსეთმა აზერბაიჯანს ყარაბაღი ჩააბარა მაშინ, როცა პუტინმა, ფაშინიანმა და ალიევმა ხელი მოაწერეს სამმხრივ შეთანხმებებს 2020 წლის ნოემბერში. ეს აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს", - განაცხადა ლავროვმა. მისი თქმით, აღნიშნულ დოკუმენტში საერთოდ არაა საუბარი ყარაბაღის სტატუსზე და სამივე ლიდერი მაშინ მოქმედებდა იმის გათვალისწინებით, რომ ამ საკითხზე მოლაპარაკებები ჯერ კიდევ წინ იყო. შეგახსენებთ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა იტალიურ გაზეთ Repubblica-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსი სამშვიდობოები არ ასრულებენ დაკისრებულ მისიას მთიან ყარაბაღში და რომ რუსეთი, სავარაუდოდ, თავად ტოვებს რეგიონს. მოსკოვში ამ სიტყვებმა უკმაყოფილება გამოიწვია. კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა აღნიშნა, რუსეთი რეგიონის აბსოლუტურად განუყოფელი ნაწილია. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი სომხეთის პრემიერ-მინისტრის რიტორიკას მიუღებელი უწოდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×