რეზონანსი
31.08.2023

NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა უკრაინის კონტრშეტევების შეფასებისას თქვა, რომ უკრაინამ მოლოდინებს გადააჭარბა.

"უკრაინა თანდათან წინ მიიწევს - უკან ხევენ რუსებს, წინ მიდიან ძლიერად გამაგრებულ ტერიტორიებზე, მათ შორის დანაღმულ ველებზე და ახლა უფრო მნიშვნელოვანია მათი მხარდაჭერა. ეს რთული ბრძოლაა, გამარჯვების იოლი გზა არ არსებობს, მაგრამ ისინი წინ მიიწევენ.

ჩვენ დავინახეთ, რომ უკრაინელებმა კიდევ ერთხელ გადააჭარბეს მოლოდინებს და უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაფერი გასულ წელს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრით დაიწყო. ჩვენ უნდა ვენდოთ მათ. ჩვენი რჩევაა, მხარდაჭერა, მაგრამ საბოლოო ჯამში უკრაინელებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილებები", - თქვა სტოლტენბერგმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×