რეზონანსი
04.08.2023

ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა, რომელიც სტიქიის ზონაში იმყოფება, განაცხადა, რომ სამწუხაროდ, დაკარგულთა შორის ბავშვებიც არიან.

მინისტრის თქმით, სტიქიის ზონაში სამედიცინო დახმარების რამდენიმე ბრიგადაა მობილიზებული.

„ნაწილი ამოცნობილია, რა ინფორმაციაც მე მაქვს, მაგრამ ყველა არა. დაკარგულებში, სამწუხაროდ, ბავშვები არიან. სამედიცინო დახმარების კუთხით, ადგილზე მობილიზებულია სხვადასხვა ტიპის ბრიგადა, სხვადასხვა კვალიფიკაციის. ალტერნატიული გზა გაჰყავს ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ამ გზით მოხდება ადგილამდე მისვლა", - აღნიშნა მინისტრმა.

ცნობისთვის, შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა. შოვში, მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. სტიქიის ზონიდან, ამ დროისთვის, 210 ადამიანია გამოყვანილი. შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო, 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×