რეზონანსი
04.08.2023

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა სტიქიის შედეგად დაღუპულების გადმოსვენების შესახებ მედიასთან ისაუბრა და განმარტა, რომ ამ ეტაპზე ცოცხალი ძალით ცხედრების გადმოსვენება შეუძლებელია.

მისი თქმით, მოხდა ნაპოვნი ცხედრების ერთ ადგილზე განთავსება. როგორც მღებრიშვილმა აღნიშნა, რამდენიმე წუთის წინ, ვერტმფრენი სტიქიის ეპიცენტრისკენ გაფრინდა და მოხდება ცხედრების პროზექტურაში გადასვენება.

„იცით თქვენ, რომ დილის საათებში 2 ცხედრის ამოსვენება და შემდეგ უკვე გადასვენება მოხდა ქუთაისის პროზექტურაში. არაერთხელ ითქვა უკვე, რომ სხვადასხვა ლოკაციაზე ერთდროულად მიმდინარეობს ძებნა-შველის ღონისძიებები.

ჩვენი მეხანძრე- მაშველების მიერ რამდენიმე ლოკაციაზე, დაახლოებით 200-300 კვ.მ რადიუსში იქნა ნანახი ცხედრები. იქიდან გამომდინარე, რომ შეუძლებელია ცხედრების საფეხმავლოდ გამოსვენება, მოხდა ერთ ლოკაციაზე თავმოყრა. ამ წუთას შეფრინდა ვერტმფრენი, რომელიც მოახდენს ცხედრების გადმოსვენებას", - განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×