რეზონანსი
13.07.2023

ჯერ კიდევ წლების წინ იყო ნატოს ხელმძღვანელების განცხადებები, აქაც თბილისში და ბრიუსელშიც, რომ საქართველოს ჯარისკაცი თავსებადია ნატოს ჯარისკაცთან, მხარდამხარ იბრძვიან. ეს მათი სიტყვებია, - ამის შესახებ „ხალხის ძალის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა „ქრონიკაში" განაცხადა.

„საერთაშორისო მიხებში ჩვენი ჯარისკაცები არ ჩამოუვარდებოდნენ ნატოს ჯარისკაცებს და მათ თავისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ფასად პრაქტიკულად დაამტკიცეს ის, რომ თავსებადია საქართველო არა მხოლოდ ინფრასტრუქტურის, არამედ სამხედრო თვალსაზრისითაც. 2016 წელს მე პირადად გახლდით ნატოს შტაბ-ბინაში, სადაც ასევე დაადასტურეს, რომ დიახ, თავსებადია, უბრალოდ არის პოლიტიკური გადაწყვეტილება მისაღები. პოლიტიკური გადაწყვეტილება როგორ მიიღება ეს ჩვენ ძალიან კარგად ვიცით. ნატო გახლავთ სამხედრო-პოლიტიკური ალიანსი. ანუ, სამხედროა და პოლიტიკური ნაწილიც არის. ეს პოლიტიკური ნაწილია მაგალითად ის, რაც ამ სამიტზე დადასტურდა: ნატო დარჩა თავის პრინციპზე, რასაც ჰქვია პრაგმატული პოლიტიკა და უსაფრთხოების პოლიტიკა", - განმარტა მაჭარაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×