რეზონანსი
13.07.2023

კობახიძის განცხადებით, სააკაშვილთან დაკავშირებით ერთადერთი პრობლემაა ის, რომ სათანადო კალორაჟის საკვებს არ იღებს. მისივე თქმით, ამ კუთხით პასუხისმგებლობა აქვს სააკაშვილის ოჯახს.

„იუსტიციის სამინისტრო ყოველთვის იყო გახსნილი ამ თვალსაზრისით. ისინი იწვევდნენ, მათ შორის ოჯახის ხაზით ექიმებს. შესთავაზეს ოჯახს, მოეწვიათ ნებისმიერი ექიმი, რომელიც დააკვირდებოდა ჯანმრთელობის მდგომარეობას. აქედან გამომდინარე, ხედავთ, რომ დასამალი არავის არაფერი აქვს. მთავარი პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ მიხეილ სააკაშვილთან ოჯახს სათანადო კალორაჟის საკვები არ შეაქვს და ამის გამო ის წონაში იკლებს. ეს არის ერთადერთი პრობლემა. შეიტანონ სათანადო კალორაჟის საკვები და ეს პრობლემაც აღარ იქნება. პასუხისმგებლობა აქვს ოჯახს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×