რეზონანსი
06.03.2023

ეს არის ყველაზე მთავარი, რომ ვიქნები ნეიტრალური და ყველას სახალხო დამცველი , - ამის შესახებ სახალხო დამცველობის კანდიდატმა ლევან იოსელიანმა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე განაცხადა, სადაც მის კანდიდატურას განიხილავენ.

ლევან იოსელიანის განცხადებით, მისი საქმიანობის შემდგომ ადამიანები შეხედავენ და დარწმუნდებიან, რომ ნამდვილად ნეიტრალური სახალხო დამცველი იყო.

„გარანტია შემიძლია მივცე ყელა ჩვენს მოქალაქეს, პოლიტიკოსს, თუ არა პოლიტიკოსს, რომ ნამდვილად ვიქნები ყველას სახალხო დამცველი. ეს არის ყველაზე მთავარი, ვიქნები ნეიტრალური და ყველას სახალხო დამცველი. მე ვფიქრობ, რომ ჩემი საქმიანობის შემდგომ ადამიანები შეხედავენ და ამას მიხვდებიან. საბოლოო ჯამში ის განცდა, რომ სახალხო დამცველი შეიძლება არის ვიღაცის და ვიღაცის არა, ასეთი რაღაც მე ვფიქრობ, რომ არ უნდა იყოს. მესმის, რომ არის პოლიტიკური ინტერესები ყოველთვის, მაგრამ საბოლოო ჯამში საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ძალიან მკვეთრი შეგრძნება იმისა, რომ სახალხო დამცველი პირველ რიგშია არის ხალხთან და ის ამართლებს იმ სახელს, რასაც ჰქვია სახალხო დამცველი", - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×