რეზონანსი
06.03.2023

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიამ „გირჩის" დეპუტატ იაგო ხვიჩიას "თავდაცვის კოდექსი" განხილვისას კომიტეტის სხდომა დაატოვებინა.

როგორც იაგო ხვიჩიამ კომიტეტის სხდომაზე აღნიშნა, თავდაცვის სამინისტრო და პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი ბევრს არ საუბრობს იმაზე, თუ რა მოჰყვება კანონის მიღებას.

„მე მაღელვებს, რომ თქვენ და თავდაცვის სამინისტრო აქცენტირებულად და ბევრს არ საუბრობთ იმაზე, რა მოჰყვება ამ კანონის მიღებას. ფაქტობრივად, ამ ქვეყანაში მხოლოდ ჩვენ ვზრუნავთ იმ ახალგაზრდებზე, რომლებსაც ვითომ ჯარში ძალით წაიყვანენ. სირცხვილია, როცა თავდაცვის სამინისტრო სამხედროებისთვის იარაღს არ ყიდულობს და მათ ხელფასს არ უხდის", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

„გირჩის" დეპუტატის გამოსვლას კომიტეტის თავმჯდომარემ უპასუხა.

„კითხვები საგნობრივად დასვით და თავდაცვის ძალების დისკრედიტაციას შეეშვით. თქვენ სიცრუესა და პროპაგანდას ავრცელებთ. სირცხვილია რასაც აკეთებთ. მე თქვენთვის სიტყვა არ მომიცია და თუ უნებართვოდ ჩართავთ მიკროფონს, მიგაბრძანებთ გარეთ", - მიმართა ირაკლი ბერაიამ იაგო ხვიჩიას.

მოგვიანებით იაგო ხვიჩია კვლავ შევიდა კომიტეტის სხდომაზე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×