რეზონანსი
06.03.2023

იურიდიულ კომიტეტზე უცხოელი აგენტების შესახებ ხალხის ძალის უკვე მეორე კანონპროექტის განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს.

როგორც საზოგადოებრივი მოძრაობის "ხალხის ძალა" დამფუძნებელი, გურამ მაჭარაშვილი ამბობს, 6 საათიანი განხილვის განმავლობაში კანონპროექტთან დაკავშირებით თითქმის ვერც ერთი შინაარსობრივი შენიშვნა ვერ მოისმინა. მისივე თქმით, "ხალხის ძალის" მიერ ინიცირებული კანონპროექტი მეტი გამჭვირვალობის შემოტანას ემსახურება.

"მე ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი იმას, რომ ამერიკის კანონის განხილვა და დაცვა დაგვჭირდებოდა ჩვენ "ოცნებასთან" ერთად, ამერიკელებთან და ამერიკისგან დაფინანსებულ ორგანიზაციებთან. ამერიკაში მოქმედი კანონის დაცვა თუ დაგვჭირდებოდა. მაგრამ, მოცემულობა ასეთია. იქიდან გამომდინარე, რომ სპეკულაციები იყო, რომ რუსული კანონპროექტია და ა.შ. და რომ არ ყოფილიყო სპეკულაციები, ერთი ერთში ამერიკის კანონპროექტი დავაინიცირეთ. აქვე გეტყვით, რომ ჩვენ კონსულტაციების საფუძველზე ეს გადაწყვეტილებაც მიღებული გვაქვს, რომ თუ თქვენ თანხმა ხართ და როგორც ჩანს, ამაზე მეტი შენიშვნა ამ კანონპროექტთან არ გქონიათ, გარდა ერთისა, რაც გაისმა, რომ თურმე ჩვენ არ ჩავწერეთ პრეზიდენტის უფლებამოსილება შეგნებულად. თანახმა ვართ ჩვენ, თუ შევთანხმდებით, რომ ეს კანონი მივიღოთ, გადმოვიტანთ. რა არის იმაზე უკეთესი, ვიდრე ევროპული სტანდარტი, რომ იყოს გამჭვირვალე ფინანსური, მათ შორის არასამთავრობო სექტორის ფინანსური ანგარიშგების სახით. რაც ყველაზე მთავარია, საზოგადოება უნდა იყოს ინფორმირებული, ხალხის ძალის პოლიტიკა ეს იყო და იქნება. რამაც გაამართლა, რომ როცა საზოგადოება არის ინფორმირებული, ის არის შეიარაღებული," - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×