რეზონანსი
06.03.2023

ისეთ ვითარებაშია დღეს ოპოზიცია, მოსაწმენდი იქ არაფერი აღარ არის, - ასე უპასუხა უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჩიქოვანმა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დეპუტატ არმაზ ახვლედიანს, რომლის თქმით, „ქართული ოცნება" 2024 წლისთვის ემზადება, რომ მოწმენდილი ველი იყოს.

ჩიქოვანმა დასვა კითხვა: „არის თუ არა რუსული საქმე, როდესაც 2020 წლიდან სხვას არაფერს ვხედავდით, რომ ამ ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების საბოტაჟი ხდებოდა".

„ბატონი არმაზი მოგვიწოდებს და გვეუბნება, თითქოს ჩვენ 2024-სთვის ვემზადებით, რომ მოწმენდილი ველი იყოს. ბატონო არმაზ, დამიჯერეთ, ისეთ ვითარებაშია დღეს ოპოზიცია, მოსაწმენდი იქ არაფერი აღარ არის. მეორე მხრივ გეტყვით იმას, რომ მაშინ, როდესაც ლეგიტიმურ არჩევნებს, რომელიც აღიარებული იყო საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე და როდესაც ეს ბატონები და ქალბატონები, განსაკუთრებით ნაციონალური მოძრაობა, რომლის კლოუნი ლიდერი დღეს აქ დახტოდა ჭინკასავით, საბოტაჟს უწევდა პარლამენტს. არის თუ არა ეს რუსული საქმე?" - განაცხადა ჩიქოვანმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×