რეზონანსი
04.03.2023

ხვიჩა კვარაცხელიას საგულშემატკივროდ, ნეაპოლში ჩასული ქართველი მამაკაცი აეროპორტში დააკავეს.

მამაკაცი 10 წლის განმავლობაში საბერძნეთის მიერ იძებნებოდა. ბერძნული გამოძიება, მამაკაცს ორი ადამიანის განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავება. მას დაუსწრებლად 10 წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.

38 წლის, ირაკლი ნარიმანიძე, წინასწარი დაკავების იზოლატორში უკვე გადაიყვანეს. იტალიის პოლიცია, მას სავარაუდოდ საბერძნეთს რამდენიმე დღეში გადასცემს.

ნეაპოლში ჩაფრენილი მამაკაცის იდენტიფიცირება, საჰაერო სასაზღვრო პოლიციის მიერ განხორციელებული პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში გახდა შესაძლებელი, რომელიც მიზნად ისახავდა არალეგალური იმიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლას.

არსებული ფოტო, ბრალდებულმა დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე, თბილისი-ნეაპოლის ავიარეისზე გადაიღო.

წყარო: რუსთავი 2

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×