რეზონანსი
04.03.2023

„გირჩის" წევრის, დეპუტატ ალექსანდრე რაქვიაშვილის განცხადებით, დრო აჩვენებს, „ნაციონალური მოძრაობა" რა ფორმით დაბრუნდება პოლიტიკურ პროცესებს და რამდენად ეფექტიანი იქნება იგი.

„ნაციონალური მოძრაობა" როგორღაც გამოეთიშა პოლიტიკურ ცხოვრებას და ალბათ, ნელა დაბრუნდება, მაგრამ რა ფორმით დაბრუნდება და რამდენად ეფექტიანი იქნება, მე ამის პროგნოზირება არ შემიძლია. ჯერჯერობით მათი შესრულებით მხოლოდ ჩხუბი ვიხილეთ. თუმცა, პოლიტიკური პროცესი არა მარტო ჩხუბია. ბევრ სხვა აქტივობასაც მოიცავს და დაველოდოთ. ალბათ, როდისმე დალაგდებიან და მერე გამოჩნდება, არის რაიმე შანსი, რომ ისინი გააძლიერებენ ოპოზიციას, თუ ისევ დარჩებიან გამოთიშული პოლიტიკური პროცესიდან, როგორც ამ მომენტშია", - განაცხადა რაქვიაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა თავმჯდომარემ Facebook-სტატუსით ბრძოლას დააანონსა. ნიკა მელია ამბობს, რომ განახლებული ენერგიით აპირებს მოქმედებას და ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლას. შექმნის თუ არა დამარცხერბული ყოფილი ლიდერი ახალ პარტიას ჯერ უცნობია. გამოქვეყნებულ განცხადებაში მელია შიდა პარტიულ კრიზისზე ირიბად, თუმცა მაინც მიანიშნებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×