რეზონანსი
04.03.2023

მიწისძვრის შედეგად სირიისთვის მიყენებულმა ზარალმა 5 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ამის შესახებ მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი.

ორგანიზაციის ცნობით, ქვეყანამ მშპ-ის დაახლოებით 10% დაკარგა. ყველაზე მეტად დაზარალდა ალეპოს პროვინცია, სადაც ზარალმა 2,3 მილიარდი დოლარი შეადგინა. მეორე ადგილზეა იდლიბის რეგიონი (1,9 მილიარდი დოლარი), მესამეზე კი ლატაკიის რეგიონი (549 მილიონი დოლარი).

„კატასტროფა გამოიწვევს ბიზნეს აქტივობის შემცირებას, რაც კიდევ უფრო დააზიანებს სირიის ეკონომიკური ზრდის პერსპექტივებს", - განაცხადა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების საკითხებში მსოფლიო ბანკის დირექტორმა, ჟან-კრისტოფ კარემ.

6 თებერვალს მომხდარი ორი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად სირიაში 6700-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×