რეზონანსი
04.03.2023

„ხალხის ძალის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა განმარტა, რომ მათ მიერ ინიცირებული კანონპროექტის მუხლობრივი განხილვა მეორე მოსმენის დროსაა შესაძლებელი.

„ხალხის ძალამ" თავიდანვე ვთქვით, როდესაც დავაინიცრეთ, შევიტანეთ კანონპროექტი, რომ პირველ მოსმენაზე პრინციპებზე გვექნებოდა საუბარი. ეს პრინციპები გახლავთ არასამთავრობო სექტორის დაფინანსების დროს ფინანსური გამჭვირვალობა. დანარჩენი დეტალები, როდესაც მუხლობრივად ძირითადად დაიწყება განხილვები, მეორე მოსმენის დროს - დასათაურებაზე, პროცედურებზე, სტატუსის დასახელებასა და ასე შემდეგ, რეგლამენტის მიხედვით, ეს შემდეგაც შეიძლება და ასეც ხდება, მეორე მოსმენის დროს მოხდება", - განაცხადა მაჭარაშვილმა.

ხალხის ძალის მიერ ინიცირებული კანონპროექტების საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განხილვა დასრულდა და განსახილველად წამყვან, იურდიულ საკითხთა კომიტეტს გადაეცა.

14 თებერვალს „ხალხის ძალამ" საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი დააინიცირა. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ნედ პრაისმა პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტი დაიწუნა და მასში გარკვეული საფრთხე დაინახა.

21 თებერვალს კი „ხალხის ძალის" ლიდერმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, რომ მოძრაობა კანონპროექტის ალტერნატიულ ვერსიასაც წარადგენს, რომელიც ამერიკული კანონის ზუსტი თარგმანი იქნება. კანონპროექტის ორივე ვერსია ვენეციის კომისიაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×