რეზონანსი
04.03.2023

„ვინ აკეთა რუსული საქმე? ვისაუბროთ ფაქტებით: „ნაციონალურმა მოძრაობამ", რომელიც დღეს უტიფრად იბრალებს უკრაინის გულშემატკივრობას, საკუთარ ქვეყანაში, 2008 წელს მომხდარი ომის შემდეგ არათუ სანქციები არ დაუწესა რუსეთს, არამედ 30 სტრატეგიული ობიექტი მიჰყიდა," - აცხადებს „ხალხის ძალის" ერთ-ერთი ლიდერი მიხეილ ყაველაშვილი.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის" მოწოდებების შესრულების შემთხვევაში, საქართველო ახლა ომის ქარცეცხლში იქნებოდა გახვეული.

„ესენი რომ ხელისუფლებაში იყვნენ, ახლა სახელმწიფოც აღარ გვერქმეოდა!", - ამბობს პოლიტიკოსი.

მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ „ხალხის ძალის" მიერ ინიცირებული კანონპროექტების უმთავრესი მიზანი გამჭვირვალობაა. მიხეილ ყაველაშვილი, ამ საკითხზე, ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელთა ქცევას საეჭვოდ მიიჩნევს.

„თუ კეთილშობილურ მიზნებს ემსახურება მათი საქმიანობა, ეს კანონი, პირიქით, ხელსაყრელია მათი პიარისთვის, მაგრამ რადგან ზოგიერთმა ასეთი ამბავი ატეხა, ესე იგი, ვიღაცას არ უნდა, მისი საქმიანობა გამოაშკარავდეს. სხვა შემთხვევაში, დემოკრატიულ საზოგადოებაში ამაზე კითხვები არ უნდა გაჩენილიყო", - თქვა მიხეილ ყაველაშვილმა „მაესტროს" ეთერში

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×