რეზონანსი
15.02.2023

ჩვენ დაგეგმილი გვაქვს, რომ ძირითად კვანძებზე 7-8 წუთამდე ჩამოვიყვანოთ ავტობუსის საშუალო მოლოდინის დრო. დღეის მდგომარეობით, საშუალო მოლოდინის დრო არის 18 წუთი, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ ეს დავიწყეთ 28 წუთიდან, ანუ ნახევარი საათი გვქონდა საშუალო მოლოდინის დრო, - ამის შესახებ „ქრონიკის" ეთერში თბილისის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა, ვიქტორ წილოსანმა განაცხადა.

მისივე თქმით, დღესაც ავტობუსის მოლოდინის მაქსიმალური დრო განსაზღვრულია 15 წუთით, მაგრამ იმის გამო, რომ ავტობუსი საცობში ხვდება, ეს მოლოდინის დროები იმაზე დიდია, ვიდრე დაგეგმილია.

„ჩვენ დაგეგმილი გვაქვს, რომ ძირითად კვანძებზე 7-8 წუთამდე ჩამოვიყვანოთ საშუალო მოლოდინის დრო. დღეის მდგომარეობით, საშუალო მოლოდინის დრო არის 18 წუთი, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ ეს დავიწყეთ 28 წუთიდან, ანუ ნახევარი საათი გვქონდა საშუალო მოლოდინის დრო. ახლა ეს თითქმის განახევრებულია, თუმცა კიდევ უნდა შევამციროთ იმისთვის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი იყოს კიდევ უფრო კომფორტული. აუცილებელია, რომ საშუალო მოლოდინის დრო 7-8 წუთამდე შემცირდეს. ეს გულისხმობს იმას, რომ ჩვენ პიკურ პერიოდებში ძირითად ხაზებზე იქნება 3-4 წუთიანი მოლოდინის დრო", - განაცხადა ვიქტორ წილოსანმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×