რეზონანსი
07.02.2023

თუ უნდათ, რომ უარი თქვან საპარლამენტო ცხოვრებაზე, მაშინ უარი თქვან მანდატებზე, - ეს განცხადება პარტია „მოქალაქეების" წევრმა, ლევან იოსელიანმა „ნაციონალურ მოძრაობაზე" საუბრისას გააკეთა.

„ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება იმას, რასაც ევროპელები გვეუბნებიან, ეს ერთი. მეორე, ძალიან უხერხულია ამ ხელფასიან ბოიკოტში ყოფნა. თუ უნდათ, რომ უარი თქვან საპარლამენტო ცხოვრებაზე, მაშინ უარი თქვან მანდატებზე და ეს უფრო სწორი და გასაგები იქნება ყველასთვის. თან არაფერი აკეთო ამ შენობაში და თან ყველა პრივილეგიით ისარგებლო ეს მგონი ძალიან უხერხულია", - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა" საპარლამენტო საქმიანობას წყვეტს და საგანგებო რეჟიმზე გადადის.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×