რეზონანსი
06.02.2023

თურქეთში მომხდარ ძლიერ მიწისძვრაზე "მთავარ არხთან" საუბრობენ ადგილზე მცხოვრები ქართველები. ისინი ყვებიან, რომ სახლებში არ ბრუნდებიან, რადგან მოსალოდნელია ბიძგების კვლავ გამეორება.

მათივე ინფორმაციით, სხვა მსგავსი შემთხვევებისგან განსხვავებით, მომხდარ მიწისძვრამდე ამ შემთხვევაში მათ გამაფრთხილებელი მოკლეტექსტური შეტყობინება არ მიუღიათ. შემთხვევა გამთენიისას მოხდა.

ერთ-ერთი მცხოვრები იხსენებს, რომ საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევას სულ რამდენიმე წუთით გამოასწრო.

"ჩვენი დროით, თურქული დროით 5-ის 15 წუთზე დაიწყო ბიძგი, ოღონდ დაიწყო და მოიმატა. გაგრძელდა დაახლოებით ერთი წუთი, საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა, გაჩერდა და ამ დროს მოვასწარით რომ გამოვქცეულიყავით და სადღაც 3 წუთის შუალედში იყო მეორე ბიძგი და სახლი ჩამოინგრა", - ჰყვება თურქეთში მცხოვრები ქართველი.

შეგახსენებთ, რომ წუხელ, თურქეთსა და სირიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. უკანასკნელი ინფორმაციით, სტიქიური უბედურების შედეგად გარდაიცვალა 500-ზე მეტი ადამიანი, ხოლო დაშავდა 2,300-ზე მეტი.

"მთავარი არხი"

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×