რეზონანსი
05.02.2023

ევროკომისიის ანგარიშს, ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენელი ჩვენი ქვეყნის ევრო ინტეგრაციისთვის მნიშვნელოვანს უწოდებს. ვახტანგ მახარობლიშვილი ამბობს, რომ ეს დოკუმენტი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს იმ პროცესში, რასაც ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მიღება ჰქვია. ელჩის განმარტებით, ეს არის დოკუმენტი, რომელსაც ჩვენი ქვეყანა დიდი ხანია ელოდება.

„დოკუმენტი ცხადყოფს, რომ ევროკავშირი ძალზედ პოზიტიურად აფასებს იმ ძალისხმევაას რაც საქართველომ გასწია. ბუნებრივია, რომ ეს დოკუმენტი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს სწორედ წლევანდელ წელს, იმ პროცესში, რასაც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღება ჰქვია, რამეთუ 12 პრიორიტეტის ანგარიშთან ერთად ევროკომისია უცილებლად გამოიყენებს აღნიშნულ დოკუმენტს საბჭოსთან ურთიერთობის პირობებში", - განაცხადა ვახტანგ მახარობლიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×