რეზონანსი
06.01.2023

როდესაც „ქართულ ოცნებას" ედავები ოლიგარქიაზე, ამ დროს თურმე შიგნით გყავს ოლიგარქები, ამით სულ მცირე იმედგაცრუებას აჩენ, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის" წევრმა, მიხეილ დაუშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა" პოლარიზაციას უწყობს ხელს.

„ნაციონალური მოძრაობა" არ გვაინტერესებს. რაც გვაინტერესებს არის ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა" „ქართულ ოცნებას" ძალაუფლების შენარჩუნებაში ეხმარება. ის თავისი მოქმედებით „ქართულ ოცნებას" ძალაუფლებას უხანგრძლივებს. როდესაც „ქართულ ოცნებას" ედავები ოლიგარქიაზე, ამ დროს კი თურმე შიგნით გყავს ოლიგარქები და ღიად ლაპარაკობ, ამით სულ მცირე, იმედგაცრუებას აჩენ. რასაც ებრძვი, პარტიაში გაქვს ისე, რომ ხელისუფლებაში არ ხარ. „ნაციონალური მოძრაობა" პოლარიზაციას უწყობს ხელს. ამ დაპირისპირებით და პოლარიზაციით „ქართული ოცნება" სარგებლობს. „ნაციონალური მოძრაობა" „ქართული ოცნების" საუკეთესო მაშველი რგოლია. „ქართულ ოცნებას" ძალაუფლებას უხანგრძლივებდე, რა თქმა უნდა, ყველასთვის დამაზიანებელია. მარტო ოპოზიციისთვის კი არა, ქვეყნისთვისაა დამაზიანებელი", - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×