რეზონანსი
06.01.2023

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება ამბობს, რომ ქვეყანა წელს მოკავშირეებისგან მიიღებს იარაღს, რომლის მიღებაც 2022 წელს ვერ მოხერხდა.

„ბორბლიანი ტანკები და ჯავშანტექნიკა საფრანგეთიდან, Bradley-სა და Marder-ის ჯავშანტრანსპორტიორები აშშ-დან და გერმანიიდან, გერმანული Patriot-ის ბატარეა, საბრძოლო მასალა და მრავალი სხვა. ასევე, დაელოდეთ აშშ-ს ახალი პაკეტის გამოცხადებას", - დაწერა კულებამ „ფეისბუქზე".

მისი თქმით, პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამ კვირაში „ნამდვილ დიპლომატიურ მარათონს" მართავს და ყოველდღე აწარმოებს მოლაპარაკებებს რამდენიმე ქვეყნის ლიდერებთან.

„იარაღის მიწოდების შესახებ გარკვეული გადაწყვეტილება მიიღება უშუალოდ საუბრების დროს, ზოგიერთის მიღება კი შედეგების საფუძველზე ხდება. პრეზიდენტის იდეა იყო, რომ დიპლომატიური ახალი წელი დაუყოვნებლად, ინტენსიურად და რაც შეიძლება არსებითად დაწყებულიყო და ეს სამუშაო კონკრეტულ შედეგებს იძლევა", - აღნიშნა კულებამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×