რეზონანსი
06.01.2023

როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი: მეტრო, ავტობუსი, მიკროავტობუსი და რიყე-ნარიყალას დამაკავშირებელი საბაგირო ხაზი, შობის ღამეს,  მგზავრებს ღამის 3 საათამდე მოემსახურება. მგზავრობა გახანგრძლივებულ საათებში უფასო იქნება.

“მინდა მადლობა გადავუხადო თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ყველა თანამშრომელს, ვინც ამ მნიშვნელოვან საათებში იმუშავეს და მოემსახურება ჩვენი ქალაქის მაცხოვრებლებს“, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

ანალოგიურ რეჟიმში იმუშავა საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა ახალი წლის ღამითაც.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×